სიძულვილის ენა

MDF: 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ჰომოფობიურმა განცხადებებმა მკვეთრად იმატა

"ანტი LGBT მარში" თბილისში 2013 წ.
euroclashblog.wordpress.com

მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ჰომოფობიურმა განცხადებებმა მკვეთრად იმატა.   

"მონიტორინგის პერიოდში სულ 1918 დისკრიმინაციული განცხადება გაშუქდა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი ჰომოფობიური შინაარსის იყო, რასაც ქსენოფობიური კომენტარები მოსდევს.

2018 წელთან შედარებით, ჰომოფობიური განცხადებების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია, ქსენოფობიური, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი და რასისტული კომენტარები კი – შემცირებული." - ვკითხულობთ კვლევაში. 

მათივე ინფორმაციით, კვლევის პერიოდში "ოცნების წევრებმა 28 დისრკიმინაციული განცხადება გააკეთეს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა - 11. ასევე, კვლევის მიხედვით, იკვეთებოდა ენმ-სა და "ოცნების", "ოცნებისა" და "პატრიოტების" შეფასებების თანხვედრა.

მედიის განვითარების ფონდის კვლევა, რომელიც რომელიც სიძულვილის ენის გამოყენებას ეხება, 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

MDF-ის ინფორმაციით, მედია მონიტორინგის ფარგლებში დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა.

კომენტარები