ჰოლივუდი

ქეით უინსლეტი: ვნანობ რომ ვუდი ალენის და რომან პოლანსკის ფილმებში ვითამაშე

0 კომენტარი
ფოტო: Entertainment Weekly

ოსკაროსანმა ბრიტანელმა მსახიობმა ქეით უინსლეტმა გამოცემა Vanity Fair-თან წარსულის შეცდომებზე ილაპარაკა.

"მე თვითონ ვერ ვხვდები, რაზე ვფიქრობდი, როდესაც ვუდი ალენთან და რომან პოლანსკისთან მუშაობაზე დავთანხმდი. ვერ ვხვდები ასეთი რეპუტაციის მქონე ადამიანები როგორ ახერხებენ კინოს ინდუსტრიაში წარმატებით საქმიანობას. ეს უბრალოდ სირცხვილია. არ გეგონოთ, პასუხისმგებლობას გავურბივარ, სამწუხაროდ, დროს ვერ მოვაბრუნებ. ვაღიარებ მათთან თამაში დიდი შეცდომა იყო". – ამბობს მსახიობი.

უინსლეტმა პოლანსკისთან 2011 წელს ფილმ Carnage-ში და 2017 წელს ალენთან Wonder Wheel-ში ითამაშა.

პოლანსკი 1977 წელს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. რეჟისორმა სასამართლო პროცესს თავი აარიდა და საფრანგეთში გადასახლდა. 1992 წელს ვუდი ალენი ყოფილმა ცოლმა მია ფეროუმ სექსუალურ ძალადობაში ამხილა, მსახიობის თქმით, რეჟისორმა ფეროუს შვიდი წლის შვილზე იძალადა, ბრალდებას სასამართლო პროცესი არ მოჰყოლია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები