კორონავირუსი საქართველოში

დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, სწავლა 1 ოქტომბრამდე გადაიდო

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხუთ დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ორი კვირით გადაიდება. თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლა 1 ოქტომბერს დაიწყება. ბათუმსა და ქობულეთთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება პრემიერმა რამდენიმე დღით ადრე მიიღო.

ამის შესახებ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ილაპარაკა. 

"ეს ჩვენთვის საჭიროა უბრალოდ იმისთვის, რომ ჩვენთვის შევაფასოთ ეს მიმდინარე რისკები დღევანდელი და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ეპიდემიოლოგებთან ერთად ორი კვირა და ამის შემდეგ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს". – თქვა გიორგი გახარიამ. 

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ის რეკორდული მაჩვენებელი – 87 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ამავე დროს, ახალი კორონავირუსის ინფექციისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 917 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 354 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები