არჩევნები 2020

უგულავა: გიული დეიდა იქნება სიმბოლური კანდიდატი და მე ვაპირებ რეალურ პრობლემებთან ბრძოლას

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ტვ პირველის ეთერში გიული ალასანიას ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად შესაძლო დასახელებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გიული ალასანია იქნება სიმბოლური კანდიდატი. უგულავას თქმით, ეს ყველაფერი უცნაურად გამოიყურება, რადგან პოლიტიკა საოჯახო ბიზნესი ნამდვილად არ არის.

"მე არ მინდა, წინსწრებით ვისაუბრო ფაქტებზე, რომლებიც არ შემდგარა ან შედგება, თუ არ შედგება. დაასახელებენ კანდიდატს და შემდეგ გვექნება საუბარი ამაზე. ისე, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი იმიტომ, რომ საოჯახო ბიზნესი ნამდვილად არ არის პოლიტიკა.

მე, ყოველ შემთხვევაში, ვერ ვგრძნობ იმას, რომ ის ცვლილებები და გარდამტეხი ცვლილებები, რაც ქვეყანას სჭირდება, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ამას პასუხობს. ეს უფრო კონსერვაციაა, ეს უფრო ზემოდან ყურებაა ამომრჩეველზე.

ეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდად გამოიყურება. ერთი, შემიძლია ვთქვა ამ თემაზე, გიული დეიდა იქნება სიმბოლური კანდიდატი და მე ვაპირებ რეალურ პრობლემებთან ბრძოლას, კორუფციის პრობლემებთან, ეკონომიკურ სიდუხჭირესა და უბედურებასთან". – ამბობს გიგი უგულავა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია განიხილება.

კომენტარები