9/11

11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ 19 წელი გავიდა [გალერეა]

0 კომენტარი

დღეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ 19 წელი გავიდა.

2001 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებზე და პენტაგონზე ალ-კაიდას წევრების მიერ გატაცებული თვითმფრინავების შეჯახების და კიდევ ერთი გატაცებული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 3,000-მდე ადამიანი დაიღუპა.

9/11-ზე თბილისში აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს:

"დრო ვერ წაშლის ჩვენი მეხსიერებიდან 9/11-ს. 19 წლის შემდეგ ჩვენ კიდევ უფრო ძლიერნი ვართ ერთად. დღეს ჩვენ ვიხსენებთ და ვგლოვობთ მათ, ვინც დაიღუპა ან სამუდამოდ დასახიჩრდა იმ საბედისწერო ტერორისტული თავდასხმის დღეს. ჩვენ პატივს მივაგებთ იმ მამაცი კაცებისა და ქალების, მეხანძრეების, პოლიციის ოფიცრების, პარამედიკოსებისა და მოქალაქეების გამბედაობასა და უანგარო თავდადებას, რომლებმაც პირველივე წუთებში საკუთარი ნებით მოინდომეს დახმარება სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ტერორიზმთან ბრძოლამ კიდევ უფრო დააახლოვა ამერიკელი და ქართველი ხალხი, დღეს ამ ბრძოლაში ჩვენ ორივეს გვყავს მსხვერპლი. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს წვლილს ავღანეთის მისიაში და კიდევ უფრო მეტად - გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ ქართველებს, ისევე, როგორც მივაგებთ პატივს 9/11 - ში და შემდგომ წლებში დაღუპულ ამერიკელებს".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები