სერგო ჩიხლაძე: გიორგი ვაშაძეს COVID-19 არ დაუდასტურდა

სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, სერგო ჩიხლაძის ცნობით, გიორგი ვაშაძეს COVID-19 არ დაუდასტურდა. მისივე თქმით, პარტიაში უკვე შედგენილია ინფიცირებულთან სავარაუდოდ კონტაქტში მყოფი 87 ადამიანის სია და ის გადაგზავნილია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

"გუშინ ჩვენი პარტიის წევრს თაკო ჩარკვიანს დაუდასტურდა COVID-19, შესაბამისად, სწრაფად მოვახდინეთ მობილიზება  და ჩვენ თვითონვე დაავადებათა კონტროლის ცენტრს ყველა პირის სავარაუდო კონტაქტები მივაწოდეთ გუშინვე. გიორგი ვაშაძემ ანტისხეულებზე ჩაიტარა როგორც PCR, ასევე სწრაფი ტესტირება. პასუხი არის უარყოფითი. შედგენილია 87 კაცის სია, რომელიც გადაგზავნილია დაავადებათა კონტროლის ცენტრში და შესაბამისად, დღეს უკვე დაგეგმილია 11 საათიდან ტესტირება". – თქვა სერგო ჩიხლაძემ

გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანის კოვიდინფიცირების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მან გუშინ, 11 სექტემბერს გავრცელებულ Facebook პოსტში მან აღნიშნა, რომ სტრატეგია აღმაშენებლის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თაკო ჩარკვიანთან 12 დღეა შეხება არ ჰქონია.

კომენტარები