დაპირისპირება გორში

გორში ცემის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი გარდაიცვალა

0 კომენტარი

8 ივნისს გორში ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი გარდაიცვალა, ინფორმაციას გარდაცვლილის მკურნალი ექიმი ავრცელებს. მისი თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა, დღეს გამთენიისას კი გარდაიცვალა.

"პაციენტის შემოსვლისას მისი მდგომარეობა იყო კრიტიკული. პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. ამ დრომდე მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში. გამთენიისას, 03:30 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი". – ამბობს ექიმი მამუკა მუმლაძე.

ერეკლე თედლიაშვილი საავადმყოფოში 3 თვის განმავლობაში მკურნალობდა.

გორში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 9 ივნისს ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1998 წელს დაბადებული თ.კ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები