კორონავირუსი საქართველოში

თაკო ჩარკვიანის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა

სტრატეგია აღმაშენებლის საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატის, თაკო ჩარკვიანის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა. 

"დედას დაუდასტურდა კოვიდი. აი, ახლა კი ცუდად ვარ." - წერს ჩარკვიანი Facebook-ზე. 

თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი გუშინ, 11 სექტემბერს დაუდასტურდა. სტრატეგია აღმაშენებლის ინფორმაციით, 87 ადამიანს, ვისაც ჩარკვიანთან კონტაქტი ჰქონდა, ტესტი ჩაუტარდა. COVID-19 არ დაუდასტურდა პარტიის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს. 

12 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 075 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 363 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

 

კომენტარები