კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 25-ის კი – მძიმე

კადრი ფორმულას ვიდეოდან

13 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდცენტრებში 813 პაციენტი მკურნალობს. აქედან 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 25-ის - მძიმე.

"დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო ან საშუალოზე მსუბუქი სიმძიმის". – ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია.

სულ ქვეყანაში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 2 227 შემთხვევა, აქედან 152 - ბოლო 24 საათში. გამოჯანმრთელდა 1 369 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები