სერიალები

მსახიობი ჯერემი ტარდი სერიალ DEAR WHITE PEOPLE-ს რასობრივი დისკრიმინაციის გამო ტოვებს

Variety

მსახიობმა ჯერემი ტარდიმ კინოსტუდია Lionsgate რასობრივ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

ტარდი Lionsgate-ისა და Netflix-ის ერთობლივ სერიალში Dear White Peopl ერთ-ერთ როლს ასრულებს. მსახიობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის თანახმად, მას ხელფასის გაზრდაზე უარი უთხრეს, როდესაც მისი თეთრკანიანი კოლეგის მოთხოვნა სტუდიამ უპრობლემოდ დააკმაყოფილა. ტარდი პროტესტის ნიშნად სერიალიდან წასვლას გეგმავს.

ბრალდებას უარყოფენ Lionsgate-ის წარმომადგენლები.

კომენტარები