ახალი კორონავირუსი მსოფლიოში

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 29 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 29 მილიონს გადააჭარბა. worldometres-ის მონაცემებით COVID-19 სულ 29 093 522 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 926 774 ადამიანი გარდაიცვალა, 20 935 831 კი გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა – 6 692 091 ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვლინდა. სიაში მეორე ინდოეთია 4 837 952 შემთხვევით, მესამე – ბრაზილია 4 319 184 შემთხვევით.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში სულ 7 230 917 აქტიური შემთხვევაა, მათგან მხოლოდ 1%-ია მძიმე ან კრიტიკულად მძიმე.

13 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი.

სულ ქვეყანაში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 2 227 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 369 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები