კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან, 109 აჭარა-ბათუმს უკავშირდება, 17 - თბილისს

მთავარი არხი

დღეს, 14 სექტემბერს, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან, 109 აჭარასა და ბათუმს უკავშირდება, 17 - თბილისს, 9 - სამეგრელო-ზემო სვანეთს, 9- ქვემო ქართლს, 6-გორს, 6-კახეთს, 4 - გურია ოზურგეთს, 4 - იმერეთი-ქუთაისს, 1 კი - მცხეთას. 

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ თქვა.

ეზუგბაიას თქმით, აჭარაში ინფიცირებულების ძალიან სწრაფი გამოვლენა და მკურნალობა მიმდინარეობს.

"აჭარა-ბათუმი კვლავ რჩება ძირითად ნაწილად და საყურადღებოდ, სადაც ძალიან დიდი სამუშაოები მიდის, ხდება ინფიცირებულების ძალიან სწრაფი გამოვლენა და მათი მოვლა შესაბამისი რეგულაციებით. იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მოხდება აჭარა-ბათუმში დაავადების გავრცელების ლოკალიზება". – ამბობს ეზუგბაია. 

დღეს, 14 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა 1 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 392 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 370 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები