კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული 30 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 5-ის კრიტიკულად მძიმე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის აქტიური შემთხვევებიდან 30 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 5-ის კი კრიტიკულად მძიმე. 

მისივე თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. 

"კრიტიკულად მძიმე მხოლოდ 5 პაციენტი გახლავთ, მძიმე - 30, მაგრამ ყველა მათგანის კონტროლირება მაქსიმალურად ხდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია". – ამბობს ეზუგბაია.  

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი - კრიტიკულად მძიმე. 

დღეს, 14 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა 1 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 392 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 370 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები