NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა წამლების ფასია

NHS

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 56% ფიქრობს, რომ ამჟამად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია. გამოკითხულთა 29%-ის აზრით კი - სამედიცინო მომსახურებისა და ექიმთან ვიზიტის საფასური. 

გამოკითხულთა 17% ყველაზე დიდ პრობლემად საავადმყოფოებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას აღიქვამს. 15%-ის აზრით - ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრობლემა ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა. 

გამოკითხულთა 12%-ის აზრით, ჯანდაცვის სისტემაში პრობლემები არ არის. 


ფოტო: NDI-ის კვლევა

 

კვლევაში 2 045 ადამიანი სატელეფონო გამოკითხვების მეთოდით გამოიკითხა. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის პრინციპით შეირჩნენ. საველე სამუშაოები 6-11 აგვისტოს ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილება +/- 1.3%-ია. 

კომენტარები