ეკონომიკა

NDI: უმნიშვნელოვანეს პრობლემად გამოკითხულთა 67% უმუშევრობას ასახელებს, ინფლაციას 33%

gcn.com

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ პრობლემად გამოკითხულთა 67% უმუშევრობას, ხოლო 33% ფასების ზრდას ასახელებს. 

იგივე საკითხები იკავებს პირველ ადგილებს ეროვნული დონის პრობლემებშიც. მაგალითისთვის, კითხვაზე, ეროვნული დონის რომელი საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, 49% სამუშაო ადგილებს, 39% სიღარიბეს, ხოლო 20% ინფლაციას ასახელებს. 

გამოკითხულთა მიერ დასახელებული ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხების ჩამონათვალში მოხვდა სიღარიბე, რომელიც გამოკითხულთა 22%-მა დაასახელა, ასევე, დაბალი ხელფასები, რომელიც გამოკითხულთა 18%-მა მიუთითა. 

ეკონომიკური საკითხების ჩამონათვალში მოხვდა ლარის გაუფასურებაც, რომელსაც პრობლემად გამოკითხულთა 18% ასახელებს, ხოლო დაბალ ხელფასებს პრობლემად მოსახლეობის 20% მიიჩნევს. გამოკითხულთა მხოლოდ 11%-ს აწუხეს მაღალი გადასახადები. 

 

კომენტარები