საქსტატი

2020 წლის მეორე კვარტალში 37.2%-ით შემცირდა საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა

საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 37.2%-ით ნაკლებია 2019 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემებზე.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული ტიპის ვიზიტების რაოდენობა კი 31.4%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

2020 წლის მეორე კვარტალში, ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 89.2 მილიონი ლარი იყო, რაც 25.2%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

კომენტარები