რუსული ოკუპაცია

სუს: ატოცის და ნიქოზის მიმდებარედ ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი უკანონოდ კიდევ გადმოწიეს

პირველი არხი

​ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი უკანონოდ კიდევ ერთხელ გადმოსწიეს – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკვე გააქტიურდა "ცხელი ხაზი". ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.

"აღნიშნული უკანონო აქტივობა წარმოადგენს საოკუპაციო ძალების მორიგ სახიფათო და უკიდურესად დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს უსაფრთხო გარემოს და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რაც კიდევ უფრო გაართულებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები