ჯეისონ მომოა

ჯეისონ მომოამ რეი ფიშერს მხარი დაუჭირა

0 კომენტარი
ფოტო: People

აქუამენის ვარსკვლავმა, ჯეისონ მომოამ, კოლეგას რეი ფიშერს მხარი დაუჭირა.

ფიშერმა ახლო წარსულში Warner Bros.-ისა და ფილმ სამართლიანობის ლიგის რეჟისორის, ჯოს უიდონის წინააღმდეგ გაილაშქრა. მსახიობის თქმით, უიდონი გადასაღებ მოედანზე არაპროფესიონალურად და შეუფერებლად იქცეოდა.

"ეს ნეხვი უნდა დასრულდეს. აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება, რეი ფიშერი და სხვა მსახიობები წნეხის ქვეშ იყვნენ გადასაღებ მოედანზე. სტუდია მაქსიმალურად ცდილობს ამბის მიჩქმალვას. საჭიროა გამოძიება, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ". – წერს სოციალურ ქსელში მომოა.

კინოსტუდიამ ოფიციალური გამოძიება 21 აგვისტოს დაიწყო, თუმცა დღემდე ფიშერის განცხადებას ოფიციალური გამოხმაურება არ მოჰყოლია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები