დაუ

რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით ფილმი დაუ კინოგაქირავებაში არ გამოვა

0 კომენტარი
ფოტო: Radio Svoboda

მოსკოვის სასამართლომ ფილმ დაუს შემქმნელებს აპელაცია არ დაუკმაყოფილა. მასშტაბური ეპოპეის ოთხი ნაწილი, მათ შორის სკანდალურად ცნობილი დაუ. ნატაშა რუსეთის კინოგაქირავებაში არ ჩაეშვება.

დაუ ილია ხრჟანოვსკის მიერ გადაღებული ექსპერიმენტალური სურათია, რომელიც 14 სრულმეტრაჟიანი ფილმისგან შედგება. გადაღებები წლების განმავლობაში სპეციალურად აშენებულ ქალაქში მიმდინარეობდა, რომელშიც მსახიობები ცხოვრობდნენ.

დაუ. ნატაშა ბერლინის კინოფესტივალზე მთავარი ფილმის კატეგორიაში იბრძოდა. სამშობლოში არაერთმა კრიტიკოსმა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ექსპერიმენტულ სურათს პორნოგრაფია უწოდა. ჟურნალისტების ნაწილმა ბერლინის კინოფესტივალის ჟიურის წერილი გაუგზავნეს და ფილმის საკონკურსო ჩვენებიდან მოხსნა სთხოვეს.

ხრჟანოვსკის ექსპერიმენტი საბჭოთა ფიზიკოსის, ლევ ლანდაუს ბიოგრაფიას ეფუძნება. ფილმი 40-50-იანი წლების საბჭოთა კავშირის, სტალინური რეპრესიებისა და წითელი ტერორის ღია კრიტიკაა.

2019 წლის ნოემბერში რუსეთის სასამართლომ დაუს ოთხი ნაწილი კინოგაქირავებიდან მოხსნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები