ალექსეი ნავალნის მოწამვლა

"ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ, ნავალნიმ instagram-ზე პირველი პოსტი გამოაქვეყნა

რუსი ოპოზიციონერი და კრემლის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ სოციალურ ქსელ Instagram-ზე პირველ პოსტს აქვეყნებს. 

"გამარჯობა, ეს ნავალნია, მენატრებით. მე ჯერ კიდევ არაფერი არ ვიცი, მაგრამ აი, გუშინ მთელი დღე ჩემით ვსუნთქავდი, სხვისი დახმარების გარეშე, ყელში ჩადგმული სასუნთქი მილიც არ გამომიყენებია. ძალიან მომეწონა, საოცარი და ბევრისგან დაუფასებელი პროცესია, რეკომენდაციას ვუწევ". – წერს ნავალნი პოსტში. 

ალექსეი ნავალნი კომაში 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდა, რუსი ოპოზიციონერი ცუდად გახდა ტომსკი-მოსკოვის ფრენის დროს, რის შემდეგაც ბორტი ქალაქ ომსკის აეროპორტში დაჯდა. ომსკში ნავალნი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ორი დღის შემდეგ ოჯახისა და მეგობრების მოთხოვნით, იგი ბერლინში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. სწორედ, ნოვიჩოკით მოწამლეს სერგეი და იულია სკრიპალი დიდ ბრიტანეთში.

კომენტარები