ეკონომიკა

საქსტატი: 2020 წლის მეორე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 2.5%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.5 პროცენტით (29.6 ლარით) შემცირდა და 1 150.1 ლარი შეადგინა.

2020 წლის II კვარტალში, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხელფასების შემცირება შეინიშნებოდა სექტორების უმრავლესობაში.

საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად შემცირდა შემდეგ სექტორებში:

  • საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები - შემცირდა 352,7 ლარით (2020 წლის II კვარტალი - 2040,9 ლარი, 2019 წლის II კვარტალი - 2393,6 ლარი)
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - შემცირდა 255.9 ლარით (2020 წლის II კვარტალი - 878,1 ლარი, 2019 წლის II კვარტალი - 1134 ლარი)
  • მშენებლობა - შემცირდა 151,2 ლარით (2020 წლის II კვარტალი - 1621,4 ლარი, 2019 წლის II კვარტალი - 1772,6 ლარი)
  • ადმინისტრაციული და დამხმარე საქმიანობები - შემცირდა 211.9 ლარით (2020 წლის II კვარტალი - 900.8 ლარი, 2019 წლის II კვარტალი -1112,7 ლარი)
  • პროფილური, სამეცნიერ და ტექნიკური საქმიანობები - შემცირდა 113,5 ლარით (2020 წლის II კვარტალი -1786,9 ლარი, 2019 წლის II კვარტალი - 1900,4 ლარი)

საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი კი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 040.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 14.7 პროცენტით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 932.8 ლარი (გაიზარდა 7.0 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 786.9 ლარი (შემცირდა 6.0 პროცენტით);
  • მშენებლობა – 1 621.4 ლარი (შემცირდა 8.5 პროცენტით)

2020 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 65.5 ლარით შემცირდა და 1 175.6 ლარი შეადგინა.

კომენტარები