ეკონომიკა

ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა აგვისტოში 25.8%-ით გაიზარდა

gmpopcorn.com

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 184.2 მლნ აშშ დოლარი (566.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 25.8%-ით (37.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში ყველაზე დიდი წილი შემდეგ ქვეყნებს ჰქონდა: 

  • რუსეთი - 18.97%
  • იტალია - 15.17%
  • აშშ - 11.97%
  • საბერძნეთი - 11.20%
  • ისრაელი - 7.76%

საქართველოდან საზღვარგარეთ კი 2020 წლის აგვისტოში 23.1 მლნ აშშ დოლარი (71.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აგვისტოს (19.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.5%-ით მეტია.

კომენტარები