Edison Research

Edison Research: ვის მისცემდით ხმას მთაწმინდის ოლქში - შავგულიძე 36%, ოდიშარია- 46%

შალვა შავგულიძე

Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე, "ვის მისცემდით ხმას მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს", გამოკითხულთა 36% შალვა შავგულიძეს ასახელებს.

46% ამბობს, რომ მხარს ქართული ოცნების კანდიდატს, ბექა ოდიშარიას დაუჭერდა. 

ლელოს კანდიდატს 10%-იანი მხარდაჭერა აქვს. ჯაბა ჯიშკარიანი, ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი - 2%; სხვა კანდიდატები - 3%;

კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

კომენტარები