Edison Research

Edison Research: გამოკითხულთა 57%-ს პარლამენტის სათავეში ახალი ძალის ნახვა სურს

საქართველოს პარლამენტი
wikipedia.org

Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად გსურთ, რომ მმართველი პარტია ქართული ოცნება დარჩეს უმრავლესობაში, თუ გირჩევნიათ, ახალი პარტია/პარტიები იხილოთ პარლამენტის მმართველობის როლში, გამოკითხულთა 57%-მა უპასუხა, რომ ისურვებდა, პარლამენტში ეხილა ახალი პარტია ან სხვა პარტიებისგან შემდგარი კოალიცია, ხოლო 43% პარლამენტის მმართველის პოზიციაზე ქართულ ოცნებას უჭერს მხარს.

კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

კომენტარები