Edison Research

Edison Research: ვინ სურთ ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად - ბაქრაძე 25%, სააკაშვილი 15%

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, რესპონდენტების ყველაზე დიდი წილი - 25% ამბობს, რომ ოპოზიციური კოალიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, დავით ბაქრაძე უნდა იყოს.

პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • დავით ბაქრაძე - 25%;
  • გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) - 19%;
  • გრიგოლ ვაშაძე - 18%;
  • მიხეილ სააკაშვილი - 15%;

აღსანიშნავია, რომ ეს კითხვა დაუსვეს იმ ამომრჩევლებს, რომელთაც პარლამენტის მმართველის როლში არა ქართული ოცნების, არამედ სხვა პარტი(ებ)ის ხილვა სურთ. გამოკითხვის მიხედვით, ასე მოსახლეობის 57% ამბობს.

საგულისხმოა, რომ Edison Research-ის კვლევა 25 აგვისტოდან 7 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. გრიგოლ ვაშაძემ კი 7 სექტემბერს განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის და ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება.

დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად არ არიან დასახელებულები.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევა პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

კომენტარები