კორონავირუსი საქართველოში

ოზურგეთში ოჯახის სამ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოზურგეთში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა დადასტურდა.  

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან ყველაზე პატარა ერთი წლისაა.

მათივე თქმით, მაღალი ტემპერატურა აღენიშნება ოჯახის კიდევ ერთ წევრს და მასაც, სავარაუდოდ, კლინიკაში გადაიყვანენ. 

15 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 562 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 370 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები