ავარია დიღომში

დიღომში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

flickr

დიღომში, ბალანჩივაძის ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

კომენტარები