კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა

CNN

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 31 პაციენტი.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 758 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 412 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები