ზონალურ-საათობრივი პარკინგი

პეკინის შემდეგ, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟაზე და ყაზბეგის გამზირზეც მოეწყობა

0 კომენტარი

თბილისის მერიის ინფორმაციით, პეკინის გამზირის შემდეგ, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მოწყობა ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც იგეგმება. ამის შესახებ კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"აქაც უნდა მოვამზადოთ საინფორმაციო ჯიხურები, იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ამ სიახლესთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ. ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენს პორტალზე უნდა დარეგისტრირდეს, რაშიც მათ თბილისის მერიის თანამშრომლები დაეხმარებიან". – თქვა თბილისის მერმა.

კალაძის განმარტებით, პარკირება უფასო იქნება ელექტრომობილების მფლობელებისა და შშმ პირებისთვის, ასევე, A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. სტუმრად მისული მოქალაქეებისთვის კი პარკირების საფასური ერთი საათის განმავლობაში ერთი ლარი იქნება.

10 სექტემბრიდან ზონალური პარკირების სისტემა პეკინის გამზირზე უკვე მოქმედებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები