ჩინური ვაქცინა

ჩინეთმა Covid-19-ის ექსპერიმენტული ვაქცინის გამოცდა ათობით ათას მოქალაქეზე დაიწყო

Reuters

ჩინეთმა კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინის გამოცდა ათობით ათას მოქალაქეზე დაიწყო. ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ, რადგან ვაქცინას უსაფრთხოების ტესტირება არ დაუსრულებია.

ვაქცინაციის პროგრამა ჩინეთმა ჯერ კიდევ ივლისში დაიწყო. სულ სამი ექსპერიმენტული ვაქცინაა, მათგან ერთი ჩინული ფარმაცევტული კომპანიის Sinopharm-ის შექმნილია. კიდევ ერთი ვაქცინის შექმნა CanSino Biologics-მა ჩინეთის არმიისგან მიღებული თანხმობის შემდეგ დაიწყო.

ჩინეთის მთავრობაში ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე ვაქცინას მათ მიაწვდიან, ვისი მუშაობაც საზოგადოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მათ შორის არიან ექიმები, სატრანსპორტო და კვების ინდუსტრიის თანამშრომლები. ისინი ირწმუნებიან, რომ აცრილი პირებში კორონავირუსით დაავადების შემთხვევა არ გამოვლენილა და, ასევ,ე მათ არ აღენიშნებათ გვერდითი ეფექტები.

რუსეთსა და ჩინეთში შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინები ჩვეულებრივი გაციების ვირუსზეა დაფუძნებული, რომლის იმუნიტეტი მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს, რაც ექსპერტების აზრით, ვაქცინის ეფექტურობას მნიშვნელოვნად ამცირებს. იმუნიტეტის არსებობის დროს არსებობს იმის ალბათობა, რომ ადამიანის ორგანიზმმა ვაქცინას შეუტიოს. ეს ხდის ვაქცინას ნაკლებ ეფექტურს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით 7-დან 1 მოხალისე ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის რუსულმა ვაქცინამ გვერდითი ეფექტები გამოიწვია, მათ შორის სისუსტე და კუნთების ტკივილი.

კომენტარები