ახალი კორონავირუსი საქართველოში

ქუთაისში ენერგო-პრო ჯორჯიას 2 თანამშრომელს COVID 19 დაუდასტურდა

0 კომენტარი

ქუთაისში ენერგო-პრო ჯორჯიას სერვისცენტრის 2 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ტაბულას კომპანიის პრესსამსახურში განუმარტეს, ქუთაისის სერვისცენტრის თანამშრომლები დისტანციურად აგრძელებენ მუშაობას, მათ ჩაუტარდათ PCR ტესტირება, პასუხები ჯერჯერობით ცნობილი არაა.

16 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 144 ბათუმში გამოვლინდა, ქობულეთში - 1. თბილისში ინფიცირების 29 ახალი შემთხვევაა. იმერეთში, ქუთაისში 7 შემთხვევა დადასტურდა, საჩხერეში კი - 1. შიდა ქართლში, გორში კორონავირუსი 4 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაბანში კი 3 პაციენტს. ეზუგბაიას ინფორმაციით, გურიაში, ოზურგეთში COVID-19-ით ინფიცირების 4 შემთხვევაა, ზუგდიდში - 2, ფოთში 1, მცხეთაში კი 1.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები