ვენესუელა

გაერო: ვენესუელის უშიშორების სამსახურებმა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინეს

ნიკოლას მადურო
Reuters

გაეროს ფაქტების დამდგენი მისიის გამომძიებლების განცხადებით, ვენესუელის უშიშროების ძალები და მათთან დაკავშირებული ჯგუფები სისტემატურად არღვევდნენ ადამიანების უფლებებს. დანაშაულებს შორისაა მკვლელობები და ადამიანთა წამება, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებების ჩადენას უტოლდება.

გამომძიებლების თქმით, არსებობს სარწმუნო საფუძველი იმისა, რომ პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ და ვენესუელის შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა ოპოზიციის გასაჩუმებლად გასცეს გაეროს ანგარიშში აღწერილი დანაშაულებების აღსრულების ბრძანებები.

"მისიამ იპოვა სარწმუნო საფუძვლები იმისა, რომ ვენესუელის მაღალჩინოსნებმა და უშიშროების ძალებმა 2014 წლის შემდეგ დაგეგმეს და შეასრულეს ადამიანთა უფლებების სერიოზული დარღვევები, რომლებიდანაც ზოგიერთი, მათ შორის თვითნებური მკვლელობები და წამების სისტემატური გამოყენება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს უტოლდება". – თქვა განცხადებაში გაეროს ფაქტების დამდგენი მისიის წევრმა, მარტა ვალინასმა.

გაეროს ფაქტების დამდგენმა მისიამ თქვა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელმაც 2018 წელს ვენესუელაში წინასწარი მოკვლევა დაიწყო, უნდა იფიქროს სასამართლო დევნის დაწყებაზე. ფაქტების დამდგენი მისია სასამართლოს გაუზიარებს დანაშაულებში ეჭვმიტანილი პირების სიას, რომელთა იდენტიფიცირება დაზარალებულთა ჩვენებების საფუძველზე მოხდა.

მისიამ ასევე განაცხადა, რომ არსებობს სარწმუნო საფუძველი იმისა, რომ სადაზვერვო სამსახურებმა გააყალბეს და ჩაუდეს დაზარალებულებს სამხილები და სამსახურის აგენტები აწამებდნენ დაკავებულებს. დაკავებულებს შორის იყო პარლამენტს ოპოზიციონერი წევრი, ფერნანდო ალბანი. ხელისუფლების განცხადებით, ფერნანდო ალბანმა 2018 წელს თავი მოიკლა, თუმცა ალბანის პარტიის თქმით, ის მოკლეს. გაეროს ექსპერტების განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციით, ფლოტის კაპიტანი რაფაელ აკოსტა წამების შედეგად მოკვდა, როდესაც ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს მიერ იყო დაპატიმრებული.

ადამიანის უფლებების საბჭომ გაეროს მისიას ვენესუელაში არსებული დარღვევების გამოძიება 2014 წელს დაავალა. მისია ქვეყანაში არ შეუშვეს. ვენესუელის პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისის გამო ქვეყანა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

კომენტარები