ეკონომიკა

40 მილიონი დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ლარი დოლართან 0.0001 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ახალი კურსით, ლარი დოლართან მიმართებით 0.0001 თეთრით გაუფასურდა და 17 სექტემბრის გაცვლითმა კურსმა 3.1547 ლარი შეადგინა. საპირისპიროდ ლარი თითქმის ერთი თეთრით გამყარდა ევროსთან მიმართებით და ახალმა კურსმა 3.7440 ლარი შეადგინა. 

ამგვარი კურსი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ კონტექსტში, რომ დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა, ეს მიმდინარე კვირაში უკვე მეორე ინტერვენცია იყო. 

ბოლო კვირაში ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 80 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით. დაახლოებით 2-2%-ით გაუფასურდა.

ჯამურად მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა უკვე 13 ინტერვენცია განახორციელა, რომელთა მეშვეობითაც რეზერვებიდან 420 მილიონი დოლარი გაიყიდა.

კომენტარები