"თავისუფლებებს გვართმევენ" - ნოელ გალაჰერი პირბადის ტარებაზე უარს ამბობს

ნოელ გალაჰერი

ბრიტანული ჯგუფის Oasis-ის ყოფილი გიტარისტის, ნოელ გალაჰერის თქმით, მიუხედავად პანდემიისა და რეკომენდაციებისა, ის პირბადის ტარებას არ აპირებს.

ამის შესახებ არტისტმა მეტ მორგანის პოდკასტში ისაუბრა.

"ეს არ არის კანონი. თავისუფლებებს გვართმევენ. არ ვაპირებ პირბადის ტარებას. თუ ვირუსი დამემართება, ჩემი ბრალი იქნება, სხვისი არავისი. ამის საჭიროება არ დგას...უმნიშვნელოა". – თქვა მან.

ნოელ გალაჰერმა ერთი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც მანჩესტერისკენ მიმავალ მატარებელში იჯდა და პირბადე არ ეკეთა.

"მანჩესტერში მივდიოდი და ერთი ადამიანი თხოვნით მოვიდა, რომ პირბადე გამეკეთებინა, თორემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიცია 1 000 გირვანქა სტერლინგით დამაჯარიმებდა. მან ასევე მითხრა, რომ ჭამის დროს შემეძლო პირბადის მოხსნა. ამიტომ მე მას ვუპასუხე - "აჰ, კარგით, ანუ მკვლელი ვირუსი შემოვა მატარებელში და მე შემომიტევს, თუმცა, როდესაც დაინახავს რომ სენდვიჩს ვჭამ, წავა და დამტოვებს, რადგან ლანჩი მაქვს?" – თქვა გალაჰერმა.

მისივე თქმით, ალოგიკურია, როდესაც თმის შესაჭრელად მისულს პირბადის გაკეთება გიწევს, მაგრამ პაბში მისულს არა.

დიდ ბრიტანეთში პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში, სასტუმროებში, საკონცერტო დარბაზებში და სხვა საჯარო ადგილებში სავალდებულოა.

კომენტარები