სლოვენია

სლოვენიაში მელანია ტრამპს მშობლიურ ქალაქთან ახალი, ბრინჯაოს ძეგლი დაუდგეს

0 კომენტარი
ფოტო: EPA

აშშ-ს პირველ ლედის მელანია ტრამპს სლოვენიაში, მის მშობლიურ ქალაქთან ბრინჯაოს ძეგლი დაუდგეს. ახალმა ძეგლმა ჩაანაცვლა მელანია ტრამპის ხის ძეგლი, რომელიც აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს, 4 ივლისს, უცნობმა პირებმა დაწვეს.

მელანია ტრამპი 1970 წელს ნოვო მესტოში დაიბადა და ქალაქ სევნიცაში გაიზარდა. ხის ქანდაკება ბრედ დაუნიმ ადგილობრივ არტისტს, ალეს ზუპევიჩს (ცნობილია, როგორც მაქსი) შეუკვეთა, რომელიც ფიგურებს ხერხით თლის. დაუნის მიერ გადაღებულ ფილმში მაქსი ჰყვება, რომ ის და მელანია ტრამპი ერთ წელსა და ერთ თვეს, ერთ საავადმყოფოში დაიბადნენ, თუმცა მათი ცხოვრება სრულიად განსხვავებულად წარიმართა. მაქსმა იმედი გამოთქვა, რომ პირველი ლედი მის შემოქმედებას ნახავს და მოეწონება. ხის ქანდაკებას ისეთივე ცისფერი კაბა ჰქონდა, როგორიც მელანია ტრამპს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე ეცვა.

მელანია ტრამპის ხის ძეგლი, რომელიც დაწვეს ფოტო: Reuters

ძეგლი გასული წლის ივლისში გამოჩნდა და ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ამბობდნენ, რომ ქანდაკება სამარცხვინოა და Smurf-ების გმირს უფრო ჰგავს, ვიდრე მელანია ტრამპს.

სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანასთან ახლოს დონალდ ტრამპის ხის ქანდაკებაც დადგეს, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში დაწვეს უცნობმა პირებმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები