დაჭრა რაგბის კავშირში

მორაგბის დაჭრის ბრალდებით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, მერაბ ბესელია დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: Rugby,ge

მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ბრალდებით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, მერაბ ბესელია დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რ. ხ.-ს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება". – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი დღეს, 16 სექტემბერს დაჭრეს. საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრის, სანდრო საკანდელიძის ინფორმაციით, დაჭრილი მორაგბის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები