საპარლამენტო არჩევნები 2020

ალეკო ელისაშვილის თქმით, პარტია "მოქალაქეების" პრემიერობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება

პარტია მოქალაქეების ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, მათი პრემიერობის კანდიდატი, პარტიის ერთერთი ლიდერი ლევან იოსელიანი იქნება. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა. 

"ჩვენ თუ ღონივრად გავალთ პარლამენტში და ჩვენ ამისთვის ვიბრძვით, ჩვენი პრემიერობის კანდიდატი იქნება ჩვენი ერთერთი ლიდერი ლევან იოსელიანი". – თქვა ელისაშვილმა. 

პარტია მოქალაქეების წევრი ლევან იოსელიანი, 2019 წელს კენჭს იყრიდა სამოქალაქო მოძრაობის სახელით მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად. 

კომენტარები