კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 9 ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 60-70-ის - მძიმე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინი დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდცენტრებსა და სასტუმროებში კორონავირუსით ინფიცირებული 1 488 პაციენტი მკურნალობს. ცხრა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

"მძიმე პაციენტების რიცხვი მერყეობს 60-70-ს შორის" - ამბობს ეზუგბაია.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 937 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 422 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები