არჩევნები 2020

IRI: გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ტაბულა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. 

გამოკითხულთა 16% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას, სავარაუდოდ, მიიღებს, 4%, სავარაუდოდ, არ მიიღებს, 5% მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, 2%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. 

ამავე კვლევის მიხედვით, კითხვაზე, თუ რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, გამოკითხულთა 36% ამბობს, რომ ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობას ხმას 15% მისცემდა, ევროპულ საქართველოს კი 4%.  

გამოკითხვა 2020 წლის 4-21 აგვისტოს პერიოდში, რესპონდენტების სახლში, პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოქალაქე 1 500-მა სრულწლოვანმა, ხმის მიცემის უფლების მქონე პირმა. კვლევის შედეგების ცდომილება 2.5%-ია. 

პროცენტების ჯამი, შესაძლოა, 100 არ იყოს, რადგან რიცხვები დამრგვალებულია.

კომენტარები