ტიკარაძე: გვაქვს კლება, თუმცა მინიმუმ 7-დღიანი კლების ციკლია საჭირო ეპიდვითარების გასაგებად

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღევანდლი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტების კლებაა, წინა დღესთან შედარებით, თუმცა, როგორც ტიკარაძე განმარტავს, ეს არაა იმის საფუძველი რომ დავმშვიდდეთ.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგებს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის განსასაზღვრად, სულ მცირე, 7-დღიანი კლების ციკლი სჭირდებათ.

"რაც შემდეგ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვისაუბროთ, თუ რამდენად კონტროლირებადია ინფექციის გავცელება". – ამბობს ტიკარაძე.

დღეს, 17 სექტემბერს, კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 126 აჭარაში გამოვლინდა, 15 - თბილისში.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 937 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 422 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები