ახალი კორონავირუსი საქართველოში

თსუ-ის ბაგების საერთო საცხოვრებელში სტუდენტს COVID-19 დაუდასტურდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სტუდენტს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შეხებ ინფორმაციას თავად უნივერსიტეტი ავრცელებს.

თსუ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. მათივე თქმით, სტუდენტი ცხელების ცენტრშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული,სტუდენტის ინფიცირების წყარო თსუ არ არის.

"თსუ-ში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია და სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, შესაბამისად, ინფიცირებულ სტუდენტს ლექტორებთან და სხვა სტუდენტებთან კონტაქტი არ ჰქონია". – წერია განცხადებაში.

თსუ-ში ამბობენ, რომ ბაგების საერთო საცხოვრებელში გუშინვე ჩატარდა დეზინფექცია. ინფიცირებულ სტუდენტთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილები არიან კარანტინში და საერთო საცხოვრებელში უსაფრთხოების ყველა ზომაა მიღებული.

კომენტარები