კორონავირუსი საქართველოში

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ინფიცირებული ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დისტანციურად მუშაობდა და მას სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონდა. მერიაში ასევე ამბობენ, რომ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და ყველა, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაშია.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 937 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 422 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები