ჭავჭავაძის გამზირი

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო მატჩის გამო ჭავჭავაძეზე მოძრაობა იზღუდება

ჭავჭავაძის გამზირი
ტაბულა

თბილისი მერიის ინფორმაციით, მიხეილ მეხსის სახელობის სტადიონზე დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა იზღუდება. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა დღეს, 17 სექტემბერს, 19:00 საათიდან 23:00 საათის ჩათვლით იმოქმედებს. 

"მოძრაობა შეფერხებული იქნება ვაკის პარკიდან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. 

ტრანსპორტის მოძრაობა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიმდინარე საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ აღდგება". - წერია განცხადებაში.

კომენტარები