პოლიტიკა

მარია ზახაროვა: გასულ წლებში სამხრეთ ოსეთი სუვერენულ სახელმწიფოდ შედგა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, საოკუპაციო რეჟიმის რესპუბილიკის დღის ზეიმთან დაკავშირებით ისაუბრა.

ზახაროვას თქმით, "ოსეთმა გაიარა სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების რთული გზა." ზახაროვას კომენტარს პორტალი ეხო კავკაზა ავრცელებს. 

"გასული წლების განმავლობაში რესპუბლიკა უპირობოდ სუვერენულ სახელმწიფოდ შედგა, სახელმწიფომ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას სახელმწიფო სტრუქტურების სისტემის ჩამოყალიბების, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარების მიმართულებით. ამაზე მეტყველებს სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა მხრიდან მათი ნების გამოხატვა სხვადასხვა დონის არჩევნებზე", -განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, "რესპუბლიკის" განვითარებაზე მეტყველებს მშპ-ს გაორმაგება ბოლო წლებში. ზახაროვას თქმით, მოსკოვის დახმარებით რეგიონში აღდგა და ფუნქციონირებს არაერთი ინფრასტრუქტურული ობიექტი, მათ შორის ისინიც, რომელიც "საქართველოს აგრესიის შედეგად დაინგრა."

ზახაროვამ, ასევე, აღნიშნა, რომ მოსკოვი ეხმარება რეგიონს საგარეო კავშირების დამყარებაში. "ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის, აფხაზეთის, ნიკარაგუის, ტუვალუს, ნაურუს, ვენესუელისა და სირიის გარდა, გაიზრდა სახელმწიფოთა წრე, რომელიც მიუკერძოებლად აღიქვამენ კავკასიაში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ რეალიებს", - ამბობს ზახაროვა.

 

კომენტარები