ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

ლუკაშენკომ ლიტვასთან და პოლონეთთან საზღვარი ჩაკეტა

0 კომენტარი

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ პოლონეთთან და ლიტვასთან სახელმწიფო საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ლუკაშენკოს განკარგულებით გაძლიერდა კონტროლი უკრაინის საზღვარზეც. 

"ჩვენ არ ვიცით, რას გამოაგდებენ ისინი შემდგომში, ჩვენ ვხვდებით, რომ მათ არსენალში არც ისე ბევრი მეთოდი დარჩა, სანამ ჩვენთან ცხელ ომს წამოიწყებენ. იძულებული ვარ, ბოლო დღეებში რუსეთის პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად მოკავშირეობრივი სახელმწიფოს დაცვის საერთო ხაზი შევქმნა", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ვითარება ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიძაბა. ქვეყნის ცესკოს მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80% მიიღო, თუმცა არჩევნები არალეგიტიმურად ცნო დემოკრატიული სახელმწიფოების უმრავლესობამ. 

საპრეზიდენტო არჩევნების ღამესვე მინსკში დაიწყო მასობრივი საპროტესტო მოძრაობა, რომელიც დღემდე გრძელდება. ქვეყნიდან გააძევეს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია. წინა კვირაში დააპატიმრეს, მარია კალესნიკოვა, რომელიც ოპოზიციის გაერთიანებული საკოორდინაციო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები