კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში გამოვლინდა, 34 - თბილისში

კადრი ფორმულას ვიდეოდან

კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში გამოვლინდა. აქედან ბათუმში 114, ქობულეთში - 11, ქედაში 3 და შუახევში - 1.

გარდა ამისა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 34 თბილისში დადასტურდა, 11 იმერეთში, 4 რუსთავში, 3 გურიაში და 1 კახეთში. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 3 119 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 435 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები