კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 11 ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია, მძიმე პაციენტების რიცხვი 75-ს აჭარბებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კოვიდცენტრებსა და სასტუმროებში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 1657 პაციენტი მკურნალობს. აქედან 11-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობამ 75-ს გადააჭარბა.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 3 119 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 435 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები