სემუელ ლ. ჯექსონი

სემუელ ლ. ჯექსონმა გინების ვიდეოგაკვეთილი გამოაქვეყნა

მსახიობი სემუელ ლ. ჯექსონი ამერიკის მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. 

გასულ კვირას ჯექსონი 2500 თაყვანისმცემელს წინაასარჩევნო რეგისტრაციის სანაცვლოდ 15 ენაზე გინების სწავლებას დაჰპირდა. 

მოგვიანებით მსახიობმა პირობა შეასრულა:

"ჩემს მოლოდინს გადააჭრბეთ. დაპირებული გინების რამდენიმე გზა. 3 ნოემბერს ხმის მიცემა არ დაგავიწყდეთ". - წერს მსახიობი.

კომენტარები