კიანუ რივზი: ახალი მატრიცა სიყვარულის ისტორიაა

Pinterest

გადაცემა BBC The One Show-ს ჩაწერაზე მიწვეულმა კიანუ რივზმა ახალ მატრიცაზე ილაპარაკა.  

"მაგიური ფილმის გაკეთებას ვცდილობთ, რომელსაც შესანიშნავი რეჟისორი ლანა ვაჩოვსკი ხელმძღვანელობს. მისი სცენარი ბრწყინვალეა. ეს სიყვარულის ისტორიაა". – ამბობს მსახიობი ინტერვიუში.

მეოთხე მატრიცას სიუჟეტის დეტალები გასაიდუმლოებულია. რადგან მორფეუსის როლზე ახალგაზრდა მსახიობია დამტკიცებული, თაყვანისმცემლების ნაწილმა ჩათვალა, რომ ფილმის მოქმედება წარსულში განვითარდება, მოსაზრება რივზმა უარყო:

"სცენარის შესახებ ვერ ვილაპარაკებ. მაგრამ ერთს გეტყვით, არავითარ შემთხვევაში წარსულში არ დავბრუნდებით. მატრიცა 4 პრიქველი არ იქნება". - აღნიშნავს რივზი.

 

კომენტარები