ტურიზმი

კანდელაკი თურნავას: 2012 წელს რომ შემოვიდა ქუთაისში Wizzair-ი, ეგეც არ გაგიგიათ?

0 კომენტარი

"2012 წელს რომ შემოვიდა Wizzair-ი, ეგეც არ გაგიგიათ? რეებს ლაპარაკობთ საერთოდ?" - მიმართა ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა ეკონომიკის მინისტრს, რომელმაც ოპოზიცია დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ქომაგობის "ილუზიის შექმნაში" დაადანაშაულა. ნათია თურნავამ თქვა, რომ Wizzair-ი საქართველოში 2016 წელს შემოვიდა და ოპოზიციას "ჩაზიარება" უნდა.

"გაოგნებული ვარ. თქვენ მინისტრის მოადგილე იყავით წინა ხელისუფლების დროს, როცა ცხარე დისკუსია მიდიოდა ქუთაისის აეროპორტზე, რომელიც იმიტომ არსებობს, რომ Ryanair-ი შემოსულიყო 2013 წელს, ალბათ, გაგიგიათ კიდეც, მე არ მახსოვს თქვენ სიტყვა მაინც შეგეწიოთ ამ პროექტისთვის სადმე. არ იცით, რომ 2013 წელს უნდა შემოსულიყო Ryanair-ი და ახლა 2.5 მლნ უნდა იყოს მგზავრთნაკადი? ეგ არც გაგიგიათ? ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს?" - მიმართა კანდელაკმა თურნავას, რომელმაც პასუხად ბოლო წლებში საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადის გაზრდასა და ქუთაისის აეროპორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

უნგრულმა ავიაკომპანია Wizzair-მა საქართველოდან ფრენები 2012 წელს დაიწყო. 2016 წელს კი, ქვეყანაში პირველი ბაზა გახსნა, რომელიც ახლა განუსაზღვრელი ვადით არის დახურული.

რაც შეეხება Ryanair-ს, ის საქართველოში 2019 წლის ბოლოს შემოვიდა. საქართველოს მთავრობას ირლანდიურ კომპანიასთან მოლაპარაკებების გაჭიანურებაში წლების განმავლობაში ადანაშაულებდა ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი. მისი თქმით, Ryanair-თან ხელშეკრულება 2013 წელს უნდა გაფორმებულიყო, რაც საქართველოს მთავრობამ ჩაშალა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები